უკრაინაში დაღუპულ გუგა გაგნიძეს დღეს კიევში გადაასვენებენ
უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, გუგა გაგნიძეს ქალაქ დნეპრიდან
კიევში
დღეს გადაასვენებენ. ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბარში უკრაინაში
მყოფმა ქართველმა მებრძოლმა ნადიმ ხმალაძემ განაცხადა, რომ 40 წლის
მეომრის ცხედრის საქართველოში გადმოსვენების პროცედურები
დაწყებულია.
მისი ინფორმაციითვე, გუგა გაგნიძე ბახმუტთან ახლოს დაიღუპა. ქართველი მებრძოლის ჯგუფი კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" და "კადიროველების" ალყაში მოყვა.
"ჩასაფრებაში მოყვა "ვაგნერების" და "კადიროველების"... ის დნეპრშია დასვენებული. დაწყებულია ფორმალური პროცედურები მის გადმოსვენებასთან დაკავშირებით. საელჩომ ყველა საკითხი დროულად დაალაგა", - განაცხადა ნადიმ ხმალაძემ.
გუგა გაგნიძე 23-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაიღუპა. 40 წლის მებრძოლი უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადაში მსახურობდა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.