ჩვენი პირველი ამოცანაა, პური მოსახლეობას მნიშვნელოვნად არ გაუძვირდეს - მინისტრი
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მათი
პირველი ამოცანაა, მოსახლეობას
პური მნიშვნელოვნად არ გაუძვირდეს. ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ თუ
სახელმწიფოს მხრიდან საჭირო იქნება გარკვეული ჩარევა, ამას
გააკეთებენ. რა ფორმით მოხდება ეს, მინისტრს დღეს ამაზე არ
უსაუბრია.
"მთელი წლის განმავლობაში გვქონდა კომუნიკაცია სექტორთან და იცით, რომ წისქვილკომბინატებმა გარკვეული პერიოდით შეაჩერეს მუშაობა, რადგან ხორბლის ფასი გაძვირდა და უფრო კონკურენტული იყო ფქვილის შემოტანა. შემდგომ უკვე აღდგა ეს პროცესი. ამ თვეში დაახლოებით 25 ათას ტონაზე მეტი ხორბალია შემოსული და წისქვილკომბინატებმაც აღადგინეს მუშაობა. შესაბამისად, ვაკვირდებით პროცესებს, როგორ განვითარდება მოვლენები, რამდენად იქნება შესაძლებელი ხორბლის შემოტანა", - განმარტა ოთარ შამუგიამ.
მინისტრის თქმით, ამის შემდგომ, სექტორთან ერთად მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც პირველ რიგში მოქალაქეებისთვის იქნება ეფექტური. მანვე იმედი გამოთქვა, რომ პროცესები შეთანხმებით დასრულდება და უკრაინიდან შესაძლებელი გახდება ხორბლის გატანა.
პურსა და პურპროდუქტებზე ფასები ბოლო წლებში რამდენჯერმე გაიზარდა და შემცირდა.