რუსი სამხედროები საკუთარი სახლებიდან იძულებით ასახლებენ მოქალაქეებს ხერსონში - უკრაინის გენშტაბი
უკრაინის ხერსონის ოლქში რუსი სამხედროები იძულებით ასახლებენ
ადგილობრივ
მცხოვრებლებს სახლებიდან და მათ თავად იკავებენ. ინფორმაციას ამის
შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი
ავრცელებს.
"ხერსონის ოლქის სოფელ კახოვკაში დნეპრის სანაპიროს მიმდებარე სახლებში მცხოვრები მოქალაქეები იძულებით გაასახლეს. მოქალაქეების საცხოვრებლების ირგვლივ რუსი ოკუპანტები აწყობენ სიმაგრეებსა და ნაღმავენ ველებს", - იუწყება შტაბი.
გარდა ამისა, ამავე ცნობების თანახმად, სოფელ ნოვოჩერნომორიეში რუსი სამხედროები ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას ახდენენ მშვიდობიან მოქალაქეებზე.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ათასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.