ნიკა გვარამია სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა "მთავარი არხის"
დამფუძნებელი და გენერალური
დირექტორი ნიკა გვარამია. მას სამი წლით და ექვსი თვით აქვს
თავისუფლების აღკვეთა მისჯილი. ეს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
ძალაში დარჩა ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებულების, კახაბერ დამენიას და ზურაბ იაშვილის მიმართ განაჩენიც, რომლის მიხედვითაც, კახაბერ დამენიას 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ ცნეს.
16 მაისს, "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამარათლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა მას 2019 წლიდან ედავებოდა "რუსთავი 2"- ში მისი დირექტორობის პერიოდში ტელეკომპანიის დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვას, მოსყიდვას, ყალბი დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.
სასამართლომ გვარამია დამნაშავედ ცნო ორ ეპიზოდში - ტელეკომპანიისთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენებაში და ტელეკომპანიის სარეკლამო დროის ხარჯზე ძვირად ღირებული ავტომობილის მიღებაში.