რუსეთი უკრაინის ქალაქებს კვლავ „კამიკაძე დრონებით“ უტევს
ღამით რუსმა სამხედროებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს უკრაინის ქალაქ კრივოი
როგს.
როგორც ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე
ვილკულმა აღნიშნა, რუსეთის ფედერაცია ქალაქს ირანული საფრენი აპარატით
დაესხა თავს და მნიშვნელოვნად დაზიანდა ენერგო ობიექტი.
ვილკულინი მოქალაქეებს მოუწოდეს, არ გამოაქვეყნონ ფოტოები შემთხვევის ადგილებიდან.
"ქალაქის რამდენიმე უბანი ელექტროენერგიის და წყალის გარეშეა დარჩენილი. ზარალი ზუსტტდება", - განაცხადა მან. ვილკულის თქმით, აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
ამასთან უკრაინის შეიარაღებული ძალები ტელეგრამის არხით ავრცელებს ცნობას, რომ "რუსების კამიკაძე დრონები" ასევე დაფიქსირდა კიროვოგრადის ოლქში.
გარდა ამისა, როგორც უკრაინული გამოცემები წერენ, 2 ნოემბრის საღამოს, რუსული არმია თავს დაესხა ზაპოროჟიეს. საკრებულოს მდივნის, ანატოლი კურტევის თქმით, ქალაქისკენ მიმავალი ყველა ირანული უპილოტო საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს.
ამასთან უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 3 და დონეცკის ოლქის 9 დასახლებულ პუნქტთან.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.