უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ლევან სახელაშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ლევან სახელაშვილი კიევიდან
თბილისის
საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოასვენეს. 38 წლის მებრძოლის
ცხედარს მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამებრძოლები და
სამოქალაქო აქტივისტები დახვდნენ. ქართველ მებრძოლს ხუთშაბათს
დაკრძალავენ.
ლევან სახელაშვილი უკრაინაში, ნიკოლაევის ოლქში საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა. რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში ის ომის პირველი დღეებიდან იყო ჩართული. ლევან სახელაშვილი 2012 წლამდე საქართველოს თავდაცვის ძალებში მსახურობდა.
ლევან სახელაშვილი 24-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაიღუპა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.