მსოფლიოს თასზე ნუგზარ წურწუმიას შემადგენლობით ნაკრებმა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ბაქოში გამართულ მსოფლიოს თასზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში,
მსოფლიოს ნაკრების შემადგენლობაში
მოჭიდავე ქართველებმა, ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ), ლერი აბულაძემ (63
კგ) და ჯონი ხეცურიანმა (67 კგ), მესამე ადგილი დაიკავეს.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, მსოფლიოს ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდა და ფრედ დასრულებულ შეხვედრაში (5:5) აჯობა დამატებითი მაჩვენებლით. ქართული სამეულიდან ბრძოლა წურწუმიამ და აბულაძემ მოიგო, ხეცურიანი კი დამარცხდა.
მსოფლიოს თასის გამარჯვებული ირანი გახდა. მან მასპინძელ აზერბაიჯანს 5:5 მოუგო.