ბოლო 24 საათში რუსული არმიის შეტევის ქვეშ იყო უკრაინის 25-ზე მეტი დასახლება
ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსულმა არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე 9
სარაკეტო და 37 საჰაერო დარტყმა განახორციელა.
ამასთან უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ფეისბუკ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დროის ამ მონაკვეთში 100-ზე მეტი შეტევა იყო რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდანაც. მათ შორის ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქების 25-ზე მეტი დასახლებული პუნქტის მიმართულებით.
"ბელარუსის რესპუბლიკა აგრძელებს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის მხარდაჭერას უკრაინის წინააღმდეგ, უზრუნველყოფს რა რუსეთის ფედერაციას ინფრასტრუქტურით, ტერიტორიით და საჰაერო სივრცით. ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსულ-ბელარუსული ჯარების ფორმირება გრძელდება. კვლავ საფრთხედ რჩება უკრაინის მიმართლებით ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებით, უპილოტო საფრენი აპარატებიდან საჰაერო იერიშების" - აცხადებენ გენერალურ შტაბში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.