ახალი ამბები
აშშ-ის საელჩომ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საგრანტო კონკურსი გამოაცხადა
FaceBook Twitter
E-mail Print
გამოცხადდა აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საგრანტო კონკურსი. დაფინანსდება 10 000$-დან 500 000$-მდე ღირებულების პროექტები.

სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროექტებს სამი მიმართულებით:

კულტურული ძეგლები, როგორიცაა ისტორიული შენობები, არქეოლოგიური ობიექტები და არამხოლოდ.

კულტურული ღირებულების მქონე ნივთები და კოლექციები მუზეუმიდან, ისტორიულ-კულტურული ადგილებიდან, ან მსგავსი დაწესებულებებიდან. მაგალითად: არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები (ობიექტები), ნახატები, სკულპტურები, ხელნაწერები, და ზოგადი სამუზეუმო ექსპონატების კონსერვაციის საჭიროება.

ტრადიციული გამომხატველობითი კულტურის ფორმები - ტრადიციული მუსიკა, ადგილობრივი ენები, ტრადიციული რეწვის სახეობები.

პროექტის აბსტრაქტის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 2 დეკემბრის 18:00 საათი.

ფონდი რეკომენდაციას გაუწევს იმ პროექტების დაფინანსებას, რომლებიც შეესაბამება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის გაიდლაინებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. უპირატესობა მათ შორის მიენიჭება კატასტროფის რისკის შემცირების მხარდაჭერას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისთვის, რომლებიც კატასტროფის შესაძლო ზონებშია განლაგებული, ან კატასტროფის შედეგად დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენას.

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე აპლიკანტები არიან: სანდო და ანგარიშგასაწევი არაკომერციული სამართალსუბიექტები, როგორებიცაა არასამთავრობო ორგანიზაციები, მუზეუმები, კულტურის სამინისტრო, ან მსგავსი დაწესებულებები და ორგანიზაციები, რომელთაც შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ აქვთ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროექტების მართვის სათანადო გამოცდილება და უნარი.

გრანტი არ გაიცემა კერძო პირებზე, კომერციულ ორგანიზაციებზე, ან ორგანიზაციებზე, რომლებმაც ვერ შეასრულეს აქამდე მიღებული გრანტების მიზნები ან საანგარიშო მოთხოვნები.

2023 წლის მარტის ბოლოს, აშშ-ის საელჩო საქართველოში პირადად დაუკავშირდება შერჩეულ აპლიკანტებს.

საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის მეშვეობით, საქართველოში დღემდე $2 მილიონზე მეტი ღირებულების ათობით პროექტი განხორციელდა.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.