ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო
ძალების
წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს
საქართველოს მოქალაქე, მაშინ როცა ის გალიდან ზუგდიდში
ბრუნდებოდა.
"ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულს თან ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერების შეკვრა. უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი. საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული მორიგი მძიმე ინციდენტის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით. საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას", - აცხადებენ სუსში.
მიმდინარე თვეში ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა გავრცელდა ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავების შესახებ. სუსი 2 და 5 ნოემბერსაც იუწყებოდა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის უკანონო დაკავება მოხდა.