ვრცელდება ცნობები, რომ ხერსონში მოქალაქეები დროშებით გამოდიან უკრაინელ ჯარისკაცების შესახვედრად
მედიასაშუალებებით ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის შეიარაღებული
ძალების მებრძოლები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონში შევიდნენ.
"ქალაქ ხერსონის მცხოვრებლები უკრაინის დროშებით გამოდიან ქუჩებში, ქვეყნის ჯარისკაცების დასახვედრად", - ამ ინფორმაციას უკრაინული სააგენტოები ადგილობრივ გამოცემზე დაყრდნობით ავრცელებენ ფოტოებთან ერთად.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი დღეს დილით იუწყებოდა, რომ ხერსონში საოკუპაციო ძალების მიმართულებით შეტევა გრძელდება. გენშტაბის 10 ნოემბერის განცხადების თანახმად, უკრაინულმა ძალებმა კონტროლი აღადგინეს ხერსონის ოლქის 12 დასახლებულ პუნქტზე.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.