უკრაინის ჯარმა გაათავისუფლა 12 დასახლება ლუგანსკის ოლქში
ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ
სერჰი გაიდაის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის
ოლქში უკვე 12 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.
ამასთან მისივე თქმით, ბელოგოროვკას დასახლება რუსული არმიის მუდმივი დაბომბვისა და თავდასხმების ქვეშ იმყოფება და ზოგადად ოლქში ყოველდღე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.