ვოლოდიმირ ზელენსკი გათავისუფლებულ ხერსონში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გათავისუფლებულ ხერსონში
ჩავიდა. "როიტერსის" ცნობით,
მან ქალაქის მთავარ მოედანზე, ადმინისტრაციული შენობის წინ
სამხედროებს უთხრა, რომ უკრაინა წინ მიიწევს და ისინი მზად არიან
მშვიდობისთვის.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ნატოს და სხვა მოკავშირეებს რუსეთის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ შეერთებული შტატებიდან მაღალი მობილობისსარაკეტო საარტილერიო სისტემების მიწოდებას დიდი მნიშვნელობა აქვს კიევისთვის.
ხერსონის მთავარ მოედანზე მოქალაქეები ბავშვებთან ერთად შეიკრიბნენ უკრაინის დროშებით ხელში.

"ძალიან ბედნიერი ვარ. ხალხის რეაქციიდან ყველაფერი ჩანს. მათი ემოციები არ არის დადგმული", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, თუ რა მიმართულებით შეიძლება უკრაინული ძალების წინსვლა, მან უპასუხა, რომ არა მოსკოვში, რადგან არ არიან სხვისი ტერიტორიებით დაინტერესებული.
ხერსონში უკრაინელი სამხედროები 11 ნოემბერს შევიდნენ. მანამდე აქ რუსეთის ჯარისკაცები იმყოფებოდნენ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.