კიევი ისევ დაიბომბა
დღეს რუსმა სამხედროებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე მიიტანეს სარაკეტო
იერიში. დაფიქსირდა ორი აფეთქება.
4 რაკეტის გაუვნებელყოფა კი უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს. ადგილზე
მედიკოსები და მაშველები მუშაობენ. დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ
ინფორმაცია ზუსტდება.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს წინასწარი ინფორმაციით, პეჩერსკის რაიონში ჭურვი ორ საცხოვრებელ სახლს მოხვდა.
მოსახლეობას თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.