სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობას და ხალხს - ზურაბიშვილი
საქათველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე
განცხადებით გამოეხმაურა პოლონეთში რაკეტის აფეთქებას.
"ვუთანაგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობას და ხალხს ამ მძიმე პერიოდში. პოლონეთი ევროპის გულია. ეს არავინ არ უნდა დაივიწყოს!", - აცხადებს ზურაბიშვილი.
15 ნოემბერს უკრაინის საზღვართან ახლოს, პოლონეთის ტერიტორიაზე 2 რაკეტა ჩამოვარდა. შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ რაკეტა სავარაუდოდ, რუსული წარმოების იყო. თუმცა მანვე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ აქვთ მყარი მტკიცებულებები, თუ ვინ ისროლა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.