მტერმა დნეპროპეტროვსკში 70-ზე მეტი ჭურვი გაისროლა - ოლქის ხელმძღვანელი
რუსულმა არმიამ დნეპროპეტროვსკის ოლქში "გრადიდან" და მძიმე
არტილერიიდან 70-ზე მეტი ჭურვი გაისროლა.
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებით, ყველაზე მეტი მეტი რუსული ჭურვი ღამით ნიკოპოლის დასახლებაში ჩავარდა. როგორც ის იუწყება, მსხვერპლი არ არის, მაგრამ ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა. მოსახლეობა ელექტროენერგიის და წყლის გარეშეა დარჩენილი.
"რუსებმა თავიანთი გრადები და მძიმე არტილერია დაუშინეს ოთხ თემს - მიროვსკაიას, მარგანეცკაიას, კრასნოგრიგოროვსკაიას და ნიკოპოლსკაიას. ხალხი არ დაშავებულა. ყველაზე მეტად ნიკოპოლი დაზარალდა. აქ განადგურებულია 20-ზე მეტი მრავალსართულიანი შენობა და კერძო სახლი, ათობით სასოფლო- სამეურნეო შენობა, კოლეჯი, მანქანები, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზები. ელექტროენერგიის გარეშეა 6000 აბონენტი. დაბომბვისას ადგილობრივი წყალმომარაგების სატუმბი სადგურიც გამოირთო. 40 ათასზე მეტი ოჯახი წყლის გარეშე დარჩა. ენერგეტიკოსები უკვე არემონტებენ ხაზებს", - იუწყება ტელეგრამ არხით ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
დნეპროპეტროვსკის ოლქი ერთ-ერთი ცხელი წერტილია. ის ხშირად იბომბება რუსი სამხედროების მიერ სხვადასხვა ტიპის იარაღიდან.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.