ზაპოროჟიეში მსხვერპლი მოჰყვა დაბომბვებს, კიევში კი რუსული რაკეტების ჩამოგდება შეძლეს
17 ნოემბერს, დილით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა
დედაქალაქ კიევის მიმართულებით გასროლილი სულ ცოტა ორი რუსული რაკეტა
ჩამოაგდეს ამავდროულად, ოდესის ოლქსა და დნეპერში რაკეტები
ინფრასტრუქტურულ ობიექტებს მოხვდა.
ინფორმაციას კიევის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. ოფიციალური ცნობით, მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ მონაცემები ჯერ არ ვრცელდება. ინფორმაცია ზუსტდება.
ამასთან ზაპოროჟიეს ოლქის ხელმძღვანელი ალექსანდრე სტარუხი და უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო იუწყებიან, რომ ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკზე 17 ნოემბერს ღამით სარაკეტო თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.