ახალი ამბები
საქართველოს ძლიერი და მებრძოლი ქალების დიდი ისტორია აქვს - ზურაბიშვილი
FaceBook Twitter
E-mail Print
"ის ფაქტი, რომ ვარ პირველი ქალი პრეზიდენტი საქართველოში და რეგიონში, იმას ნიშნავს, რომ უნდა ვიყო უშუალოდ სპეციალიზებული იმ კითხვებზე პასუხების გაცემაში, რაც საზოგადოებაში ქალების საკითხებს ეხება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დიდ ბრიტანეთში, "ოქსფორდის კავშირში", სადაც "ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის" ყოველწლიური სერიის ფარგლებში ლექცია წაიკითხა.

ზურაბიშვილის თქმით, როცა ის სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებს ხვდება, რომლებიც კარგად არ იცნობენ საქართველოს, ეუბნებიან, რომ როცა ხარ პირველი ქალი პრეზიდენტი, ეს რთული უნდა იყოს. ეს იმიტომ, რომ პრეზიდენტის განმარტებით, ისინი საქართველოს ხედავენ, როგორც უფრო აღმოსავლურ ქვეყანას, ვიდრე ევროპულს და, ალბათ, როგორც ძალიან არაფემინისტური პოლიტიკითა და ქალისა და კაცის ძალიან მკაცრი გამიჯვნის მქონე ქვეყნად.

ამბობს, რომ უნდა დაამსხვრიოს მითიური შეხედულებები, რადგან საქართველო ასეთი სულაც არ არის. უძველესი დროიდან მითოლოგია სწორედ ქალებით იწყება. მაგალითად მედეა. ის, რომ საქართველოში მე-4 საუკუნეში ქრისტიანობა სწორედ 17 წლის ქალის მეშვეობით შემოვიდა.

"ჩვენი პირველი წმინდანები ქალები იყვნენ. ჩვენს მთავარ მეფეს/დედოფალს - მას მეფედ მოიხსენიებდნენ, რადგან ის საქართველოს დიდი აღორძინების პერიოდში თანასწორი და ძლიერი იყო, და ასე გაგრძელდა მომავალშიც.

ძალიან საინტერესოა, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს, რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ საქართველოს მთელი წინააღმდეგობა, (მანამდე კი სხვა იმპერიების წინააღმდეგ) ქალების ხელში იყო, რომლებიც იბრძოდნენ სიცოცხლის ბოლომდე.

იმ პერიოდში, ბევრი მათგანი გადაასახლეს და მოკლეს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ძლიერი, მებრძოლი ქალების ისტორია. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს, 1918 წელს, პირველი კონსტიტუცია ქალებს არჩევის უფლებას აძლევდა და პირველ ასამბლეაზე ხუთი ქალი იყო არჩეული, რომელთაგან ერთ-ერთი, პირველი მუსულმანი ქალი იყო, რომელიც ყველა ასამბლეათა შორის პირველად აირჩიეს.

ეს გაგრძელდა, რადგან საბჭოთა რეპრესიების დროს, ქალები უშუალოდ გახდნენ რეპრესიების მსხვერპლნი, რომლებიც ხშირად შვილებთან ერთად დეპორტირებულნი იყვნენ ცენტრალურ აზიაში, ძალიან რთულ გარემოში.

ჩვენს უახლოეს ისტორიაში, 1991 წლის დამოუკიდებლობამდე, საქართველოში განხორციელებული საბჭოთა რეპრესიების უახლეს პერიოდში, 1989 წელს, როდესაც საბჭოთა ტანკები შევიდნენ თბილისში, გამოიყენეს [მომწამვლელი] გაზი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და იქაც, ქუჩაში მყოფი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ქალები იყვნენ და ყველაზე მეტი მსხვერპლიც სწორედ ქალებს შორის იყო.

შესაბამისად, ჩემი არჩევა არ არის რევოლუცია საქართველოში. იყო სხვა რამ, რისთვისაც მომიწია ბრძოლა და შეიძლება დღესაც მიწევს, მაგრამ არა იმ ფაქტის გამო, რომ ქალი ვარ. ვისურვებდი, რომ არ გვქონდეს ის პრობლემები, რომლებიც დღეს გვაწუხებს და რომელსაც ვიზიარებთ ბევრ სხვა ქვეყანასთან ერთად. ისეთი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოების განვითარებასთან.

ეს იქნება ოჯახური ძალადობა, თუ ის ფაქტი, რომ ჩვენთან ჯერ კიდევ არაა თანაბარი ანაზღაურება ბევრ საჯარო სამსახურში, მაგრამ ამაშიც გვაქვს პროგრესი. ჩვენ არ გვყავს საკმარისი ქალები პარლამენტში და ეს, ჩემი აზრით, დაკავშირებულია პოლარიზაციასთან, სიძულვილის ენასთან და ძალიან მკაცრ პოლიტიკასთან, რომელსაც დღეს ვხედავთ. მგონი აქაც არ ვართ გამონაკლისი.

მაგრამ მთლიანობაში, იქ, სადაც მოსახლეობას ვხვდები და დავდივარ ქუჩებში, ან ზოგიერთ სოფელში და ვეკითხები გოგოებს, რომლებიც მოდიან ჩემთან ფოტოებისა და სელფების გადასაღებად, ვეკითხები მათ - "გინდათ ერთ დღეს გავხდეთ პრეზიდენტი?" და პასუხი არის - "დიახ, რატომაც არა". ასე რომ, ვფიქრობ, ეს არის მთავარი მიღწევა ქალი პრეზიდენტისთვის - რომ ეს ყველაფერი გახდეს რუტინული",- განაცხადა პრეზიდენტმა.

მანვე ლექციისას ყურადღება გაამახვილა ქართველი ხალხის ურყევ ევროპულ არჩევანსა და ევროპულ პერსპექტივაზე, უკრაინის ომზე, რუსეთის აგრესიასა და რეგიონში შექმნილ ვითარებაზე. ასევე, ქალების როლსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ინტერნეტგამოცემა
11:47 / 01.02.2023
ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ინფორმაციას, რეგიონში, თუ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე,
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული
13:55 / 30.12.2022
5 იანვრამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც
უკრაინისა და საქართველოსთვის
10:28 / 30.12.2022
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც უკრაინისა და საქართველოსთვის
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი
მედლით დააჯილდოვა
16:13 / 29.12.2022
სალომე ზურაბიშვილმა 13 წლის მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი მედლით დააჯილდოვა
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
პატარა “სანტები” თანატოლების დასახმარებლად [ვიდეო]
საღამოს ექვსი საათია. ბავშვები საკლასო ოთახში შეკრებილან და საახალწლო სათამაშოებს ამზადებენ. ზოგი თექას
ისევ მშივრები, ისევ ქუჩაში - მოქალაქეთა აქტივიზმით გადარჩენილი სიცოცხლეები [ვიდეო]
მიუსაფარ ძაღლებს ზუგდიდის ქუჩებში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ნახავთ. პარკებსა და სკვერებში, კვების ობიექტებთან,
პირველი მეგრულენოვანი ანიმაცია - ხობელი ანიმატორის სტუდია დიდი გეგმებით [ვიდეო]
ძუკუ დელფინია და კოღონა გაბისკირია, პირველი მეგრულენოვანი ანიმაციური სერიალის პერსონაჟები არიან. მათზე
სკოლის ნათხოვარ შენობაში დაწყებული ჩხოროწყუელი მოსწავლეების ბრძოლა უკეთესი გარემოსთვის [ვიდეო]
ჩვენ არ გვაქვს სხვა პლანეტა, - ამბობენ ჩხოროწყუელი მოსწავლეები და გარემოს გადასარჩენად ერთიანდებიან.
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.