ჩემთვის მიუღებელია, ვარჩევდი უფრო ზომიერ განცხადებებს აშშ-ის ელჩის მიმართ - პრემიერი
ჩემთვის პირადად მიუღებელია და ვარჩევდი, რომ უფრო მეტად ზომიერი
განცხადებები გაკეთდეს
ამერიკის ელჩის მისამართით, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი
ღარიბაშვილმა პარლამენტში, სადაც მას ინტერპელაციის წესით
უსმენენ.
მანვე აღნიშნა, რომ თუ კითხვები არსებობს, დაისვას კითხვები, მაგრამ ისე, რომ ზომიერება არ დაირღვეს.
მთავრობის მეთაურის თქმით, აქ სპეკულაციის მიზეზი არ არსებობს, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა აქვს საქართველოს ეს ურთიერთობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.
"ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო, მაგრამ ძალიან ძლიერი ხალხით. ჩვენ უძველესი ერი ვართ. ჩვენ გვჭირდება პრაგმატული, გონივრული და ზომიერი მოქმედება და პოლიტიკის წარმოება. შეიძლება განსხვავებები გქონდეს ყოფილ თანაგუნდელებთან, შეიძლება სხვაც არ მეთანხმებოდეს, ეს ყველა ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა. ნურავის განვიკითხავთ, ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს. ვისაუბროთ, დებატები გავმართოთ, მაგრამ არ შეიძლება შეურაცხყოფის მიყენება ერთმანეთის მიმართ. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს სიმშვიდის დამყარება", - განმარტა ღარიბაშვილმა.
ბოლო თვეებში აშშ-ის ელჩის მიმართ კრიტიკული განცხადებები გახშირდა. მათ შორის იმ დეპუტატების მხრიდან, რომლებმაც დატოვეს "ქართული ოცნება" და მოძრაობა "ხალხის ძალა" ჩამოაყალიბეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კელი დეგნანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
თავის მხრივ ელჩმა "ლაივპრესთან" ინტერვიუში აღნიშნა, რომ ის ამ ყველაფერს პერსონალურად არ იღებს, რადგან საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატებს წარმოადგენს.