ქალთა საფეხბურთო გუნდმა „სამეგრელომ“, სოხუმის „დინამოს“ 21:0 მოუგო
ჩხოროწყუს ქალთა საფეხბურთო გუნდმა "სამეგრელომ", დღეს საკუთარ
მოედანზე სოხუმის
"დინამო" მიიღო. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 21:0
დასრულდა.
ჩხოროწყუელმა ფეხბურთელებმა ჯერ კიდევ წინა ტურში გაინაღდეს ქალთა ეროვნული ლიგის ჩემპიონის სტატუსი.
დღევანდელი მატჩი მხოლოდ ფორმალური ხასიათის იყო.
ამ გამარჯვებით "სამეგრელოს" 30 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. მათ ჩემპიონატზე თამაში არ წაუგიათ. 12 შეხვედრიდან 9 მოიგეს, 3 კი ფრედ დასრულდა.

ჩხოროწყუელმა ფეხბურთელებმა სულ 42 გოლი გაიტანეს. საკუთარ კარში მიიღეს 5.
"სამეგრელოს" 8 ქულით ლანჩხუთი ჩამორჩება.
სოხუმის "დინამო" 9 ქულით მესამე პოზიციაზეა, ბოლო ადგილი კი ხობის "კოლხეთმა" დაიკავა 4 ქულით.
"სამეგრელო", როგორც საქართველოს ჩემპიონი, ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.