მთავრობის კანცელარიასთან სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანა და გათავისუფლება მოითხოვეს
მთავრობის ადმინისტრაციასთან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის
მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. შეიკრიბნენ
ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრები, ახლობლები, სამოქალაქო აქტივისტები და
სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები.
მათ სააკაშვილის გათავისუფლება და უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა მოითხოვეს.
მსჯავრდებულის დედის გიული ალასანიას განცხადებით, აქცია მშვიდობიანია და ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად იმართება. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა კლინიკაში 40 კილოგრამი დაიკლო, აქვს სიცხე, სისუსტე და ფეხზე დგომას ვერ ახერხებს.
რაც შეეხება მის შესაძლო მოწამვლაზე გავრცელებულ ინფორმაციას, აღნიშნა, რომ ამის შესახებ დაზუსტებით არაფერია ცნობილი, და რომ ტოქსიკოლოგის დასკვნას ელოდებიან.
"ველოდებით ტოქსიკოლოგის დასკვნას. მიზანია, რომ შესაბამის კლინიკაში იყოს მოთავსებული, სადაც მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება", - განაცხადა გიული ალასანიამ.
მთავრობის ადმინისტრაციასთან მობილიზებულია პოლიცია.
მიხეილ სააკაშვილი რომ მოწამლულია, ამის შესახებ მისმა უფლებადამცველმა, ვალერი გელბახიანმა 19 ნოემბერს განაცხადა. მისივე ცნობით საუბარია მათ შორის ისეთ მომწამვლელ ნივთიერებებზე, როგორიცაა ვერცხლისწყალი, ბარიუმი და კალიუმი.
საპასუხოდ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მათთვის არავის მოუწოდებია მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა.
"საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით, მოვუწოდებთ ყველას, გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ", - ვკითხულობთ განცხადებაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლისას, 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. მან პროტესტის ნიშნად 50 დღე იშიმშილა. ამის შემდეგ შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები. ოჯახის წევრების, ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, სიცოცხლისთვის სახიფათო, ამიტომ ქვეყნის გარეთ მკურნალობას თვეებია ითხოვენ.
ყოფილი პრეზიდენტი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.