ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია ისევ დაიბომბა
რუსმა სამხედროებმა ისევ დაბომბეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის
ტერიტორია.
დაფიქსირდა სულ მცირე 12 აფეთქება.
სადგურის ტერიტორიაზე რამდენიმე შენობა დაზიანდა და სხვადასხვა სახის აღჭურვილობა. თუმცა ჯერჯერობით არცერთი მათგანი არ არის კრიტიკული ბირთვული უსაფრთხოებისთვის. დაშავებულების ან გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა, რაფაელ მარიანო როსიმ მოუწოდა რუსეთს და უკრაინას, დროულად შეთანხმდნენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ უსაფრთხოების ზონის შექმნაზე.
ატომური ელექტროსადგური ზაპოროჟიეს ოლქის იმ ნაწილშია, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს. აღნიშნული ტერიტორია მანამდეც რამდენჯერმე დაიბომბა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.