ხარკოვის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა
რუსმა სამხედროებმა ხარკოვის კუპიანსკის რაიონი დაბომბეს. ჭურვი
ორსათულიან
საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, დაიღუპა ერთი ადამიანი, კიდევ ერთი კი, ნანგრევებქვეშ იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.