არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე - სააკაშვილი
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არასდროს, მისი
არცერთი უფლებადამცველისთვის არ უთქვამს,
რომ ეჭვი აქვს მოწამვლაზე. მსჯავრდებულისვე განმარტებით, სპეკულაციები
ამ თემაზე უადგილოა.
"დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამედიცინო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებ მათ პროფესიულ თანადგომას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უარესდება და განსაკუთრებით დამძიმდა ამ ბოლო ორ თვეში. ვივამედის ექიმები მცდელობას არ აკლებენ. მნიშვნელოვანია, მივენდოთ სპეციალისტებს და ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არ არის საჭირო", - ნათქვამია სააკაშვილის განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილი რომ მოწამლულია, ამის შესახებ მისმა უფლებადამცველმა, ვალერი გელბახიანმა 19 ნოემბერს განაცხადა. მისივე ცნობით საუბარია მათ შორის ისეთ მომწამვლელ ნივთიერებებზე, როგორიცაა ვერცხლისწყალი, ბარიუმი და კალიუმი.
საპასუხოდ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მათთვის არავის მოუწოდებია მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა.
გუშინ, 19 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციასთან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და მისი სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.