მოზარდის მკვლელობის საქმეზე 17 წლის ბიჭი დააკავეს - შსს
შინაგან სამქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში 15 წლის ბიჭის
მკვლელობის საქმეზე 17 წლის მოზარდი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ე.ც-მ ზუგდიდში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს - 2007 წელს დაბადებულ ს.მ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.ც. მომხდარიდან მალევე, ზუგდიდში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ზუგდიდში, მესხიას ქუჩაზე მდებარე სტადიონზე არასრულწლოვანი თანატოლებთან ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე 20 ნოემბერს მოკლეს. 15 წლის ბიჭს ჭრილობები გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.