რუსული არმიის მხრიდან თავდასხმები გაიზარდა: უკრაინის გენშტაბი
გასული 24 საათის განმავლობაში დონბასში რუსი სამხედროები
უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდნენ 13 დასახლებულ
პუნქტში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები ცდილობენ, შეინარჩუნონ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები და ძალების მთელ კონცენტრაციას ამ მიმართულებით ახდენენ.
გენერალურ შტაბში დასძინეს, რომ მტერი ახორციელებს საჰაერო დაზვერვას, თავდაცვის ხაზის საინჟინრო აღჭურვას და აგრძელებს შეტევით ოპერაციებს ცალკეულ ოლქებში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.