ზაპოროჟიეში სამშობიარო განყოფილება დაიბომბა - დაიღუპა ახალშობილი
რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ოლქში ვოლნიანსკის საავადმყოფოს
სამშობიარო განყოფილება
დაბომბეს. დაიღუპა ახალშობილი. მისი დედა გადარჩა. თავდასხმის შედეგად
ორი ექიმი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისი
იტყობინება.
შემთხვევის ადგილზე მაშველები იმყოფებიან. მიმდინარეობს ნანგრევების გასუფთავების და სამაშველო ღონისძიებები.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.