რუსეთმა კიევი და კიდევ რამდენიმე ოლქი დაბომბა
რუსეთის ავიაციამ უკრაინის რამდენიმე ოლქში,
მათ შორის კიევში, სარაკეტო დარტყმები განახორციელა.
კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსი კულებას ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად, საცხოვრებელი სექტორი და კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
მისივე ცნობით, კიევის ოლქს არ მიეწოდება ელექტროენერგია. გარდა ამისა, თქვა, რომ არსებობს განმეორებითი დაბომბვის საფრთხე.
აფეთქებები კიევის გარდა დაფიქსირდა ლვოვში, ოდესის, ვინიცისა და პოლტავის ოლქებში.
დაზარალებულებისა და მსხვერპლის შესახებ ცნობები ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.