კიევის 70% ელექტროენერგიის გარეშეა, წყლის მიწოდება ნაწილობრივ აღდგა - კლიჩკო
უკრაინის დედაქალაქ კიევის მოსახლეობა რუსული არმიის დაბომბვების
შემდეგ,
მეორე დღეა ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. კიევის მერი ვიტალი
კლიჩკო იუწყება, რომ პრობლემა შეეხება კიეველების 70%-ს.
მისივე ინფორმაციით, პრობლემები კვლავ არსებობს წყალმომარაგებასთან დაკავშირებით.
როგორც კლიჩკო ამბობს, კიევის მარჯვენა სანაპიროზე წყლის მომარაგების აღდგენა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.
"ქალაქის მარცხენა სანაპიროზე წყალმომარაგება უკვე აღდგენილია. მარჯვენა მხარეს დღის განმავლობაში აღდგება. დედაქალაქის 70% ისევ ელექტროენერგიის გარეშეა", - განმარტა კლიჩკომ.
მანვე აღნიშნა, რომ ენერგეტიკოსები ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობენ.
23 ნოემბერს რუსეთის ავიაციამ უკრაინის რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, სარაკეტო დარტყმები განახორციელა. შედეგად ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩა მოსახლეობის დიდი ნაწილი. რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულებიც.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.