ახალი ამბები
თუ სააკაშვილის ჯანმრთელობის გართულებაზე დასკვნა დაიდება, გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს - პრეზიდენტი
FaceBook Twitter
E-mail Print
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შესაბამისი საექსპერტო დასკვნა იქნება, სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ამ გზით, პრეზიდენტი ამბობს, რომ სასამართლო საკუთარ დამოუკიდებლობას დაამტკიცებს.

მისი სიტყვებით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც ყურადღებით ეკიდება, რადგან ეს საკითხი მნიშვნელოვანია ქვეყნის რეპუტაციისთვის და ღირსებისთვის.

"ჩემი ადმინისტრაციიდან ხვდებიან რეგულარულად კონსილიუმს, ხან "ემპათიას", ხან სხვა კონსილიუმს. დღესაც არის ასეთი შეხვედრა ჩანიშნული. მიმაჩნია, რომ ყველაზე სწორი გზა არის და ეს არაერთხელ, საზღვარგარეთაც და დახურულ შეხვედრებზეც მითქვამს, თუ ჯანმრთელობა იმ დონეზეა დაზიანებული, და ეს მე არ ვიცი, არ მაქვს ეს ინფორმაცია დღემდე და არც ექსპერტი ვარ, ასეთი დასკვნა დავდო, დასკვნა სხვებმა უნდა დადონ, ვისაც ეს ევალება, რომ ასეთი დასკვნა თუ იქნება, ეს უნდა იყოს სასამართლოსთან წარდგენილი და სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი რომ მოწამლულია, ამის შესახებ მისმა უფლებადამცველმა, ვალერი გელბახიანმა 19 ნოემბერს განაცხადა. მისივე ცნობით საუბარია მათ შორის ისეთ მომწამვლელ ნივთიერებებზე, როგორიცაა ვერცხლისწყალი, ბარიუმი და კალიუმი.

საპასუხოდ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მათთვის არავის მოუწოდებია მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შესაძლო მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა.

19 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციასთან ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლების და მისი სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინიდან საქართველოში ჩამოსვლისას, 2021 წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. მან პროტესტის ნიშნად 50 დღე იშიმშილა. ამის შემდეგ შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები. ოჯახის წევრების, ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, სიცოცხლისთვის სახიფათო, ამიტომ ქვეყნის გარეთ მკურნალობას თვეებია ითხოვენ.

ყოფილი პრეზიდენტი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი - 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე და ამ საქმეებზე მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
Print E-mail
Twitter
სხვა მასალები
ზუგდიდში ოჯახი ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს. მისი და, თაკო კვირკვია
სოციალურ ქსელში ავრცელებს
19:14 / 04.12.2022
ზუგდიდში ოჯახი ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს. მისი და, თაკო კვირკვია სოციალურ ქსელში ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 5 დეკემბერს სამუშაო
11:57 / 04.12.2022
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 5 დეკემბერს სამუშაო
ზუგდიდელი კიკბოქსიორი დავით ქირია გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში
გამართული შეჯიბრის
11:44 / 04.12.2022
ზუგდიდელი კიკბოქსიორი დავით ქირია გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გამართული შეჯიბრის
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში დაღუპული
11:15 / 04.12.2022
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში დაღუპული
კორონავირუსი

საბჭოთა რეპრესიები

ვიდეო
მდინარე ჯუმისგან მიტაცებული მიწები და სამანქანე გზა - დარჩელელები აქციებით იმუქრებიან [ვიდეო]
ზუგდიდის სოფელ დარჩელში, კიროვის უბანში, ძლიერი წვიმების დროს მდინარე ჯუმი დიდდება, კალაპოტიდან
რობოტი „თამადა“ და კედლის სათბური - ზუგდიდელი ახალგაზრდების გამოგონება ბაზარზე გასავლელად ემზადება [ვიდეო]
ზუგდიდში ახალგაზრდები მუდმივად უჩივიან შემეცნებით-გასართობი სივრცეების სიმწირეს, სადაც იდეების
როგორ დავსაქმდე - ზუგდიდში სამუშაოს მაძიებლებისთვის ონლაინ პლატფორმა შეიქმნა  [ვიდეო]
უმუშევრობა საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ადამიანები ასაკის და სქესის განურჩევლად სამსახურს ეძებენ,
საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოზარდები ცვლილებებისთვის [ვიდეო]
ახალგაზრდებს, რომლებიც სოფლად ცხოვრობენ, გაცილებით მეტი საჭიროებები აქვთ. იმისთვის, რომ განვითარდნენ და გარემო
80 წლის კეკე მასწავლებელი სოფელ ხაბუმედან [ვიდეო]
მერი (კეკე) გულუა უკვე 60 წელია ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეს სკოლაში ასწავლის. რამდენიმე წლის წინ სახელმწიფოს
ფოტო
სკოლაში პირბადით - სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა [ფოტო]
დღეს, 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი, რომელიც პანდემიის
ვაქცინაცია ავტობუსში [ფოტო]
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და ქალაქში
„გვიხარია, რომ მოქალაქეები აქტიურობენ“ - ვაქცინაცია ზუგდიდში [ფოტო]
მოქალაქეთა საყოველთაო ვაქცინაცია ზუგდიდში გრძელდება.
"აქტიურობა მაღალია" - ზუგდიდში "ფაიზერით" ვაქცინაცია დაიწყო [ფოტო]
კორონავირუსის საწინააღმდეგო ამერიკული წარმოების "ფაიზერით"
3 თვე კოვიდტესტირების რეჟიმში - ფოტორეპორტაჟი ენგურის ხიდიდან
აფხაზეთ-სამეგრელოს საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე,
მზარეულის მაგიდა
მწყრის ხარჩო მეფურად [ვიდეო]
ხარჩოს მოსამზადებლად დაგვჭირდება:
ხარკალია ლებია
ხარკალია, ძველი მეგრული კერძია,
მარწყვის პანაკოტა
უგემრიელესი დესერტი
ხაჭოს პასკა
ინგრედიენტები
                                     ლეჭკერე
ხულიშ ლეჭკერე - ეს არის ძველი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.