ნონა გაფრინდაშვილმა ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მერვედ მოიპოვა
ნონა გაფრინდაშვილმა იტალიაში მიმდინარე სენიორ-მოჭადრაკეთა (+65)
მსოფლიო
ჩემპიონატზე გაიმარჯვა. მან მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული უკვე მერვედ
მოიპოვა.
ამასთან საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, საერთაშორისო დიდოსტატი ზურაბ სტურუა სენიორ (+50) მოჭადრაკეთა შორის ასევე მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
50 წელს ზემოთ ასაკის მოჭადრაკეთა შორის ქალთა შეჯიბრებაში ევროპის ჩემპიონმა სოფიკო ტერელაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.