მოგერიებულია რუსული არმიის შეტევა 5 დასახლებულ პუნქტთან - უკრაინის გენშტაბი
გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს
რუსული არმიის
შეტევა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 5 დასახლებულ პუნქტთან. გარდა
ამისა, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი
იუწყება, შეტევაზე გადავიდნენ რუსი სამხედროების 11 საკონცენტრაციო
ზონის მიმართულებით.
გენშტაბის ცნობით, რუსულმა არმიამ 2 სარაკეტო შეტევა განახორციელა სამოქალაქო ობიექტებზე ქალაქ დნიპროში. ხერსონში კი 38 შეტევა, როგორც უკრაინის ჯარების პოზიციების, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.