გაიზარდა ვიშგოროდზე სარაკეტო დარტყმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი
ვიშგოროდზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე
გაიზარდა.
კიევის პოლიციის ინფორმაციით, გარდაიცვალა კიდევ ერთი ქალი, რომელიც
23 ნოემბერს დაიჭრა.
დაშავებულია 35 ადამიანი. მათგან 6 ბავშვია.
ქალაქზე სარაკეტო იერიშისას დაზიანდა ოთხი მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინა, საბავშვო ბაღი და სკოლა.
დაზიანებული ინფრასტრუქტურის სიახლოვეს სამხედრო ობიექტები არ არის. მათ შორის არც ენერგოობიექტი.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.