საავადმყოფოში გარდაიცვალა მამაკაცი, რომელმაც მეზობლის დაწვა სცადა
ზუგდიდში, კონსტიტუციის ქუჩაზე, მეზობლებს შორის დაწყებული
დაპირისპირება
მსხვერპლით დასრულდა. საავადმყოფოში გარდაიცვალა 75 წლამდე მამაკაცი,
რომელმაც მეზობელს ბენზინი შეასხა და მისი დაწვა სცადა. ინციდენტისას
ალი მას თავადაც მოედო. მიღებული დაზიანებებით ის საავადმყოფოში წუხელ
გარდაიცვალა. სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას აგრძელებს ორი
პირი - მეზობელი და 75 წლამდე მამაკაცის ძმა, რომელმაც მხარეების
გაშველება სცადა. ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. შინაგან
საქმეთა სამინისტროში "ლაივპრესს" განუცხადეს, რომ მომხდარზე
გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის
მცდელობას გულისხმობს.