ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები გამკაცრდება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მეორე მოსმენით
მხარი დაუჭირა შინაგან
საქმეთა სამინისტროს მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ცივი
იარაღის ტარებასთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობის ზომების
გამკაცრებას ითვალისწინებს.
კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში ცივი იარაღის ტარება 200-ის ნაცვლად 500 ლარით დაისჯება. ამასთან, მფლობელს იარაღი ჩამოერთმევა.
მისი განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მაგივრად.
ეს მუხლი არ გავრცელდება განზრახ დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევ პირზე, ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებულ პირზე ან პირებზე, რომელთა მიმართაც გამოცემულია დამცავი, ან შემაკავებელი ორდერი. ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა განისაზღვრება "სისხლის სამართლის კოდექსის" 238-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
ამას გარდა, კანონი არ გავრცელდება პირზე, რომელიც ცივ იარაღს ატარებს პირადი ჰიგიენის მოწესრიგების, საკვების მომზადების, ან მიღების მიზნით, პროფესიული საქმიანობისთვის, ნადირობის, თევზაობის ან მცენარეული პროდუქციის შეგროვების, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ან მესაქონლეობის განხორციელების მიზნით. ასევე, იმ დროს, როდესაც აცვია ეროვნული ტანსაცმელი და ცივი იარაღი ამ ტანსაცმლის ნაწილია.