დევნილებისთვის 7000 ოჯახზე გათვლილი ბინები აშენდება - ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იწყება მასშტაბური პროექტი,
რომელიც დევნილებისთვის 7000 ოჯახზე გათვლილი საცხოვრებელი ბინების მშენებლობას გულისხმობს.მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მან აღნიშნა, რომ წელს ამისთვის 50 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.
"ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტს, ეს არის დევნილების ბინების მშენებლობა. 7000 ბინაზე არის გათვლილი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და წელსვე ჩვენ ამ მიზნით გამოვყოფთ 50 მილიონ ლარზე მეტს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერისვე სიტყვებით, დღევანდელ სხდომაზე განიხილება და 85 ოჯახს გადაეცემა საკუთრებაში ფართები, რაც მანამდე მათთვის დაკანონებული არ ყოფილა.