დადიანების სასახლის რეკონსტრუქცია იწყება - აშშ-ის საელჩო
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ზუგდიდში ეკატერინეს
სასახლის აღდგენა იწყება.
საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკონსტრუქციისთვის მათ 300
ათასი დოლარი გამოყვეს.
"სიხარულით გიზიარებთ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ამ უმნიშვნელოვანესი ნაგებობისა და მისი ფასდაუდებელი კოლექციის დასაცავად, ამერიკის საელჩომ 300 000-დოლარი გამოყო. თანხა უმთავრესად მოხმარდება დედოფლის სასახლის შენობის აღდგენას და მასში დაცული ისტორიული არტეფაქტებისთვის საგამოფენო სივრცის მოწყობას", - ვკითხულობთ განცხადებაში.
როდის დაიწყება დადიანების სასახლის რეკონსტრუქცია, საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დაკონკრეტებული არ არის.
დადიანების სასახლის რეკონსტრუქცია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ 2014 წლის აპრილში, თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე, ზუგდიდში სტუმრობისას დააანონსა. მაშინ მთავრობის მეთაურს თარიღზე არაფერი უთქვამს.
ერთი წლის შემდეგ, 2015 წლის ივნისში, ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელ ელჩთან, რიჩარდ ნორლანდთან ერთად ზუგდიდში ჩამოვიდა და თქვა, რომ დასრულდა ეკატერინეს სასახლის რეკონსტრუქციის პროექტის მომზადება, რაშიც ფინანსურად საელჩო დაეხმარათ. მანვე გამოთქვა სურვილი, რომ იმავე წელს უნდოდათ სარემონტო სამუშაოების დაწყება.
2019 წლის მარტში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ "ლაივპრესს" უთხრა, რომ სასახლის აღდგენისთვის თანხას ფონდი "ქართუ" გამოყოფდა და სამუშაოებს აპრილში დაიწყებდნენ. ამ განცხადებიდან მალევე, ცნობილი გახდა, რომ "ქართუმ" უარი თქვა მუზეუმის რემონტზე. მიზეზი არ დაკონრეტებულა.
მოგვიანებით ნიკოლოზ ანთიძემ გვითხრა, რომ სასახლის რეკონსტრუქციას მუნიციპალური ფონდი განახორციელებდა.
"ლაივპრესმა" მუნიციპალური განვითარების ფონდს, 2020 წლის 10 თებერვალს მიმართა კითხვებით, როდის დაიწყებოდა სამშენებლო სამუშაოები და რა თანხა დასჭირდებოდა ამ ყველაფერს.
ფონდიდან მოგვწერეს, რომ ისინი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, იწყებდნენ ტურისტულად მიმზიდველი ქალაქების ურბანული განახლების პროგრამას, რომლის ერთ-ერთ კომპონენტად განიხილებოდა ზუგდიდში ეკატერინე ჭავჭავაძის სასახლის რეკონსტრუქცია.
მაშინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ გვითხრა, რომ სასახლის რეკონსტრუქციის პროექტის განხორციელებას, რომელიც ჯერ კიდევ 2015 წელს მომზადდა, სამ მილიონ ლარზე მეტი დასჭირდებოდა.
დადიანების სასახლე აღდგენას საჭიროებს. აქ, 2020 წელს, ერთ-ერთ დარბაზში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა და დადიანების ჭურჭლის ნაწილი დაიმსხვრა, ნაწილი კი დაზიანდა.