მტრის შეტევა მოგერიებულია 10 დასახლებულ პუნქტთან - უკრაინის გენშტაბი
გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის
არმიის შეტევა
მოიგერიეს 10 დასახლებულ პუნქტთან. აქედან 2 ლუგანსკის და 8 დონეცკის
ოლქში.
კრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა თავდაცვის ძალების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე განახორციელეს 9 სარაკეტო და 13 საავიაციო დარტყმა. ასევე 50-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.
ასევე ოფიციალური ცნობის თანახმად, ბოლო 24 საათში, თავდაცვის ძალების ავიაციამ 3 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის მობილიზაციისადგილებზე და ჩამოაგდო ორი თვითმფრინავი.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.