გია ხარჩილავამ მისი ავტომანქანის დაწვაზე ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა, გია ხარჩილავამ მისი ავტომანქანის
დაწვის ფაქტზე ექსპერტიზის
დასკვნა გააცნო მედიას. ხარჩილავა აცხადებს, რომ 12 ოქტომბერს მანქანა
პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო დაუწვეს.
მერის სიტყვებით, "დადგინდა, რომ ავტომანქანაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის გაჩენის კერა მდებარეობს ავტომანქანიდან 3,5 მეტრ მანძილზე, საავტომობილო გზის შუა ნაწილში, ასფალტის ზედაპირზე, საიდანაც შემდეგ ცეცხლი გავრცელდა ავტომანქანის მიმართულებით და გამოიწვია აალება ავტომანქანის წინა მარცხენა საბურავთან, წინა ფრთასთან, ძრავის განყოფილების სახურავთან".
გია ხარჩილავას განცხადებითვე, მომხდარი პირდაპირ შეიძლება უკავშირდებოდეს პოლიტიკურ შეკვეთას: "იმიტომ, რომ წლის განმავლობაში სწორხაზოვნად მივუყვებით პრინციპებს, მივყვებით რეფორმებს, მივყვებით სწორ ღირებულებებს", - თქვა გია ხარჩილავამ.
წალენჯიხის მერს ავტომანქანა საკუთარ სახლთან, 12 ოქტომბერს, გამთენიისას დაუწვეს. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განადგურებას გულისხმობს.