საიამ ზუგდიდში სისხლის სამართლის პროცესებზე დაკვირვების ანგარიში წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ზუგდიდში შეხვედრა
გამართა, სადაც
სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის მე-16 ანგარიშის პრეზენტაცია შედგა.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აუდიტორიას გააცნეს სისხლის სამართლის პროცესებზე დაკვირვებისას გამოვლენილი ხარვეზები, პარარელურად კი, იუსტიციის საბჭოს მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ პრობლემურ საკითხებზეც ისაუბრეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საია საანგარიშო პერიოდში, რომელიც 2021 წლის მარტიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით მონაკვეთს გულისხმობს, ბრალდებულის პირველი წარდგენის 490 სხდომაზე იმყოფებოდა. ამ სხდომებში 559 ბრალდებული მონაწილეობდა. მათგან 95%-ს აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა, დანარჩენს 5%-ს კი არა.
ყველაზე მკაცრი სახე აღმკვეთის ღონისძიების - პატიმრობა, 48%-ის შემთხვევაში გამოიყენა მოსამართლემ. ეს მონაცემი 6%-ით ნაკლებია წინა საანგარიშო პერიოდის მონაცემზე.
საიასვე ცნობით, პროკურატურა 323 ბრალდებულის მიმართ ითხოვდა პატიმრობას. 73-ის შემთხვევაში შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
ორგანიზაციის შეფასებით, 82 პირის მიმართ პატიმრობის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი, ან არასათანადოდ დასაბუთებული იყო.
რაც შეეხება გირაოს, აღკვეთის ღონისძიების ეს ფორმა სასამართლომ 271 პირის მიმართ გამოიყენა. ბრალდების მხარე 226 პირის მიმართ ითხოვდა გირაოს, სასამართლომ კი მოთხოვნა 22 შემთხვევაში არ დააკმაყოფილა.
საია ამბობს, რომ ბრალდებულის პირველი წარდგენის 114 სხდომაზე გამოყენებული გირაო დაუსაბუთებელი, ან არასათანადოდ დასაბუთებული იყო.
მათივე აზრით, კარგი იქნება, თუ აღმკვეთის ღონისძიების ფორმები გაფართოვდება.
ანგარიშში საუბარი შეეხება საპროცესო შეთანხმებების პრაქტიკასაც. მასში აღნიშნულია, რომ პირველი წარდგენის 369 სხდომიდან, რომელსაც აკვირდებოდნენ, 289 საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. ორგანიზაციის შეფასებით, ყველაზე ხშირად საპროცესო შეთანხმება ფორმდება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ და ნარკოტიკულ დანაშაულებებზე.
წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, 4%-ით გაიზარდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებებზე საპროცესო შეთანხმების მაჩვენებელი. მონიტორინგის ანგარიშის ავტორების თქმით, ნარჩუნდება ტენდენცია, როცა სასამართლო პროკურატურის მიერ წარდგენილ შუამდგლომლობას თითქმის ყოველთვის ამტკიცებს.
საიას ცნობით, 330 ლარით გაიზარდა ჯარიმის საშუალო ოდენობა. ეს ტენდენცია ბოლო 5 წლის მანძილზე პირველად გამოვლინდა. ამასთან, გაიზარდა იმ პირთა რიცხვი, რომელთაც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ჯარიმა შეუფარდეს.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გამამართლებელი განაჩენები 2%-ითაა გაზრდილი. თუმცა, მათივე განმარტებით, ამ განაჩენების უმრავლესობა ოჯახში ძალადობაზე მოდის. ხშირად დაზარალებულები უარს ამბობენ ჩვენების მიცემაზე ოჯახის წევრის მიმართ. საია ამბობს, რომ ქალთა გაძლიერების კუთხით ბევრია სამუშაო.
რაც შეეხება სასამართლო პრაქტიკას, ოჯახში ძალადობაში ბრალდებულ 56 პირს პატიმრობა შეეფარდა, 59-ს გირაო. 6 პირი კი აღკვეთის ღონისძების გარეშე დარჩა.
ამასთან, ოჯახში ძალადობის სამ შემთხვევაში, ბრალდებულის მიმართ საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
საიამ რეკომენდაციებიც შეიმუშავა, უკვე არსებული პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით. მათ შორის, ორგანიზაცია მიმართავს პარლამენტს, განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები და გაიზარდოს აღკვეთის ღონისძიების ფორმები. კერძოდ, შეთანხმება-გაუსვლელობის და სათანადო ქცევის შესახებ - გამოყენება შესაძლებელი გახდეს ყველა ტიპის დანაშაულზე.
კიდევ ერთი რეკომენდაცია გულისხმობს შემდეგს - ოჯახში ძალადობის საქმეთა განხილვის დროს, მოსამართლეებმა იმოქმედონ სავარაუდო მსხვერპლის უსაფრთხოების ინტერესიდან გამომდინარე და შესაბამისად მიიღონ გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების თუ კონკრეტული სასჯელის გამოყენების თაობაზე.
საიას რეკომენდაციების ადრესატია პროკურატურა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოც.