დუმის თავმჯდომარის აფხაზეთში ჩასვლა, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის პოლიტიკის გაგრძელებაა - თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის
დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინის
ჩასვლას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი მკაცრად გმობენ
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ვოლოდინის ჩასვლას სოხუმში
და მომხდარს მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური
პრინციპებისა და ნორმების მორიგ უხეშ დარღვევად აფასებენ.
თბილისი ამბობს, რომ ეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის პოლიტიკის გაგრძელებაა. ამასთან, საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უგულებელყოფის მორიგი ფაქტი.

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი აფხაზეთში 1-ელ დეკემბერს იმყოფებოდა. ის შეხვდა დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას და ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე ლაშა აშუბას.
ბჟანიამ თქვა, რომ დარწმუნებულია, ვიაჩესლავ ვოლოდინის ვიზიტი ახალ იმპულსს მისცემს ორმხრივ ურთიერთობებს და აფხაზეთს დაეხმარება იმ საკითხების მოგვარებაში, რომელთა გადაწყვეტაც ამ დრომდე თავად ვერ შეძლეს.