ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში დაღუპული
ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
"ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
უკრაინაში 5 ქართველო მებრძოლი:ავთო რურუა, რომეო ფირჩახია, როლანდ კვარაცხელია, ბადრი მარკელია და მერაბ ალადაშვილი 3 დეკემბერს დაიღუპნენ ბახმუტთან ბრძოლისას.
24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში შეჭრილი რუსეთის არმიის წინააღმდეგ ომს 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.