ახალი ამბები
დავით ქირიამ ფრანკფურტში გამართულ შეჯიბრში გამარჯვება მოიპოვა
ზუგდიდელი კიკბოქსიორი დავით ქირია გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გამართული შეჯიბრის - Mix Fight Championship-ის გამარჯვებული გახდა. მან 72.5 კილოგრამ წონით კატეგორიაში კიკბოქსიორი იოჰანეს ბაასი დაამარცხა და გამარჯვება მოიპოვა.

რამდენიმე დღის წინ, დავით ქირია NDC-ს მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის მფლობელი გახდა. ის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია.