სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 5 დეკემბერს სამუშაო
ვიზიტით პოლონეთს ეწვევა და პოლონელ კოლეგა ანდჟეი დუდას
შეხვდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.
პრესსამსახურის ცნობით, 6 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის - "წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე" წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია.
სამუშაო ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებს შეხვდება და სტუდენტებისათვის, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ, საჯარო ლექციას წაიკითხავს.