მსხვერპლი მოჰყვა კრივოი როგზე სარაკეტო თავდასხმას
კრივოი როგზე რუსმა სამხედროებმა სარაკეტო შეტევა განახორციელეს.
დაიღუპა ერთ-ერთ საწარმოში
დასაქმებული პირი. დაიჭრა სამი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაჭრილთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო იტყობინება, რომ მძიმე არტილერიის გამოყენებით იერიში ნიკოპოლზეც მიიტანეს. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.