ახალი ამბები
ბოლო რამდენიმე დღეში 6 ქართველის სიცოცხლე შეიწირა რუსეთის აგრესიულმა ომმა - პაპუშვილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინაში ქართველი მებრძოლის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ბოლო რამდენიმე დღეში 6 ქართველის სიცოცხლე შეიწირა რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ. 33 ქართველი ემსხვერპლა უკვე ამ ომს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დიდი დანაკლისია. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულების ოჯახებს, მათ ახლობლებს და მთლიანად საქართველოს",- განუცხადა ჟურნალისტებს ჰააგაში მყოფმა პაპუაშვილმა.

მანამდე ქართველი მეომრების დაღუპვის ფაქტს საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა და მწუხარება გამოთქვა. მთავრობის წარმომადგენლებს განცხადებები არ გაუკეთებიათ.

უკრაინაში 5 ქართველო მებრძოლი:ავთო რურუა, რომეო ფირჩახია, როლანდ კვარაცხელია, ბადრი მარკელია და მერაბ ალადაშვილი 3 დეკემბერს დაიღუპნენ ბახმუტთან ბრძოლისას.

24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში შეჭრილი რუსეთის არმიის წინააღმდეგ ომს 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.