უკვე 33 ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა უკრაინაში, ამ ომში, რაც არის ჩვენთვის ტრაგედია - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ქართველი მებრძოლების
დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ირაკლი ღარიბაშვილი დაღუპულების
ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს:
"ჩვენთვის ეს არის ძალიან დიდი ტკივილი. გულწრფელად მინდა ვთქვა ამის თაობაზე, დიდი დანაკლისი. უკვე 33 ჩვენი თანამოქალაქე დაიღუპა უკრაინაში, ამ ომში, რაც არის ჩვენთვის ტრაგედია. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რა როლი აქვს დღევანდელ ხელისუფლებას ამ პროცესში, მინდა, განვმარტო, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, ოჯახებთან შეთანხმებით, ყველა დაღუპულის გადმოსვენება მოხდა მთავრობის უშუალო ჩართულობით. ჩართული იყვნენ უშუალოდ საელჩოები, ვგულისხმობ წინა შემთხვევებს. ხარჯებს სრულად ფარავს ხელისუფლება და ვინაიდან მათი უმეტესობა იყვნენ ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, ოფიცრები, მათ მიღებული აქვთ მონაწილეობა ჩვენს ტერიტორიებზე ომებში, იქნებოდა ეს აგვისტოს ომი, მანამდე აფხაზეთის, თუ სამაჩაბლოს ომი, ყველა ასეთი შემთხვევა იქნა ღირსეულად, სამხედრო პატივით აღნიშნული, დაკრძალული. კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო ყველას ეს ტრაგედია", - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მანამდე, 3 დეკემბერს ქართველი მეომრების დაღუპვის ფაქტს საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა და მწუხარება გამოთქვა. ხელისუფლების წარმომადგენლებს კი, განცხადებები დღემდე არ გაუკეთებიათ რამაც საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. მოძრაობა "სირცხვილია" 6 დეკემბრის გლოვის დღეს გამოცხადებას ითხოვს.
უკრაინაში 5 ქართველო მებრძოლი:ავთო რურუა, რომეო ფირჩახია, როლანდ კვარაცხელია, ბადრი მარკელია და მერაბ ალადაშვილი 3 დეკემბერს დაიღუპნენ ბახმუტთან ბრძოლისას.
24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში შეჭრილი რუსეთის არმიის წინააღმდეგ ომს 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.