სოხუმი ამოწმებს ინფორმაციას შესაძლო ტერორისტულ საფრთხეზე
აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამოწმებს
ინფორმაციას შესაძლო ტერორისტულ საფრთხეზე.
ე.წ. სუსის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ისინი ახორციელებენ
ოპერატიულ-სამძებრო კომპლექსურ ღონისძიებებს, რომელიც მიზნად ისახავს
"რესპუბლიკის" ტერიტორიაზე შესაძლო ტერორისტული საფრთხის შესახებ
ინფორმაციის გადამოწმებას.
დე ფაქტო უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ წამოეგონ პროვოკაციებს და ფხიზლად იყვნენ.
განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ ვისი მხრიდან შესაძლო ტერაქტზეა საუბარი.
თუმცა, მანამდე, აფხაზურმა ტელეგრამ არხმა "ამრა ლაიფმა" გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი სათაურით -"აფხაზეთში ტერაქტები იგეგმება".
ჩანაწერში უცნობი ქალბატონი ყვება, რომ აფხაზეთის "უშიშროების ძალებს" შეატყობინეს, თითქოს თბილისიდან ვიღაც აფინანსებს დიდი ტერაქტის მოწყობას.
"არ იციან ვის, ვერ პოულობენ. სკოლებში, ბაზრებსა და სხვა ხალხმრავალ ადგილებში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა", - ისმის ჩანაწერში.
მოგვიანებით ამავე ტელეგრამ არხზე გავრცელდა ცნობა, რომ აფხაზი "ძალოვანი უწყებებისთვის" ცნობილია ტერორისტების ვინაობა და ოფიციალური განცხადებაც მალე გაკეთდება.
თბილისში დე ფაქტო სუსის განცხადებას ჯერ არ გამოხმაურებიან.