ახალი ამბები
გაზაფხულზე უკრაინის შეიარაღებული ძალები იქნებიან დონეცკში, ლუგანსკში და სევასტოპოლში - დანილოვი
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკვე გაზაფხულზე უკრაინის ჯარი შეძლებს და გაათავისუფლებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლს, დონეცკს და ლუგანსკს. მისი თქმით, ზამთარი უკრაინის დამოუკიდებლობისთვის ომის გადამწყვეტი ეტაპია. ამის შესახებ დანილოვი ტვიტერზე წერს.

მანამდე, ნოემბრის დასაწყისში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვიც აცხადებდა, რომ ომის გადამწყვეტი პერიოდი ახლოვდება.

ბუდანოვმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ომი ზამთარში ჩაცხრება და უკრაინა გაზაფხულზე თავის ტერიტორიებს გაათავისუფლებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.