პატრიარქი უსამძიმრებს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, უკრაინაში დაღუპული ქართველი
მებრძოლების ოჯახებს და ახლობლებს
უსამძიმრებს. სამძიმარი საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა.
"დიდია თქვენი და ჩვენი მწუხარება ა.წ. 3 დეკემბერს ბახმუტთან სასტიკი ბრძოლის დროს ხუთი ქართველის, - ავთანდილის, რომეოს, რომეოს, მერაბის და ბადრის გარდაცვალების გამო, რომელთაც მოყვასის თანადგომისათვის გაწირეს სიცოცხლე.
აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სული, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ", - ვკითხულობთ განცხადებაში.
უკრაინაში 5 ქართველო მებრძოლი:ავთო რურუა, რომეო ფირჩახია, როლანდ კვარაცხელია, ბადრი მარკელია და მერაბ ალადაშვილი 3 დეკემბერს დაიღუპნენ ბახმუტთან ბრძოლისას.
24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში შეჭრილი რუსეთის არმიის წინააღმდეგ ომს 33 ქართველი მებრძოლი შეეწირა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. საჰაერო და საარტილერიო თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება, რასაც ასობით სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
რუსული სამხედროების მიერ იბომბება საავადმყოფოებიც, საბავშვო ბაღები, სკოლები და დასახლებული პუნქტები. ყოველდღიურად იზრდება დაღუპული ბავშვების რაოდენობაც.